სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე - Palitra News

სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე

2026-07-02 12:54:39+04:00

სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ე.წ. ნარკოლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ. ამორებულია 41 ლიტრი ,,ალფა პვპ“-ს შემცველი სითხე, 5 კილოგრამამდე ,,მეფედრონი“ , ასევე, 5 ლიტრი ,,მეფედრონი“-ს შემცველი სითხე და 2 კილოგრამამდე ,,ალფა პვპ“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.