მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - Palitra News

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

2026-07-02 12:55:10+04:00

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მათ შორის არიან თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, რუსეთის, უზბეკეთის, ბურუნდის, ჩინეთისა და ავღანეთის მოქალაქეები. მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2036 უცხოელი არალეგალი გააძევეს საქართველოდან, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.