როგორ ეხმაურება მოკლული მასწავლებლის დედა გიორგი მალანიას დაკავებას - Palitra News

როგორ ეხმაურება მოკლული მასწავლებლის დედა გიორგი მალანიას დაკავებას

2026-07-02 12:55:39+04:00

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას დაკავებული შვილის, გიორგი მალანიას ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, მალანიას დანაშაულის შეუტყობინებლობასთან შემხებლობა არ ჰქონია.ცუცქირიძის თქმით, მალანია გურიაში, ბებიასთან იმყოფებოდა, როდესაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც ადვოკატი განმარტავს, მან მალანია დაკავებიდან მალევე მოინახულა, თუმცა, საქმის დეტალებზე მასთან არ უსაუბრია. ცუცქირიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს, რამდენიმე საათში შეხვდება. საგამოძიებო უწყება გიორგი მალანიას გიგა ავალიანზე თავდასხმის შეუტყობინებლობას ედავებიან.