5 თვეში თბილისში 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ბინა გაიყიდა - Palitra News

5 თვეში თბილისში 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ბინა გაიყიდა

2026-07-02 13:56:31+04:00

5 თვეში თბილისში 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ბინა გაიყიდა. მხოლოდ მაისში, თბილისში უძრავი ქონების 3 748 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. „გალთ ენდ თაგარტის“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევიდან ვიგებთ, რომ მაისში მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.4%-ით გაიზარდა და 1 924 შეადგინა, ხოლო პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც თავის მხრივ გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 9.7%-ით არის გაზრდილი და 1 824 შეადგინა. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-მაისში თბილისში სულ 18 296 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ, როგორც უკვე გითხარით 1.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.9%-ით მეტია. რაც შეეხება ფასებს, ამ წლის მაისში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე ზომიერი ტემპით, თვის ჭრილში 0.3%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 412 დოლარი შეადგინა. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა 1 366 დოლარამდე, რაც აპრილში აღნიშნული მკვეთრი, 5%-იანი ზრდის შემდეგ ნაწილობრივ დასტაბილურებაზე მიუთითებს,“ -ნათქვამია კვლევაში.