საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 27 მლრდ დოლარს გადააჭარბა - Palitra News

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 27 მლრდ დოლარს გადააჭარბა

2026-07-02 13:57:35+04:00

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 27 მლრდ დოლარს გადააჭარბა, აქედან ყველაზე დიდი წილი საბანკო სექტორზე მოდის. უფრო კონკრეტულად, სებ-ის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით 27 მილიარდ 100 მილიონ დოლარს, ანუ 73 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 68.7 პროცენტია. აქედან სახელმწიფო საგარეო ვალი 11.6 მლრდ დოლარია, საიდანაც 9.1 მლრდ სამთავრობო სექტორზე მოდის. ეროვნული ბანკის ვალდებულებები დაახლოებით 773 მლნ დოლარს შეადგენს. ასევე საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციებსა და სესხებს, ჯამში დაახლოებით მილიარდ 700 ათასი დოლარის მოცულობით. საბანკო სექტორის საგარეო ვალი 9.8 მლრდ დოლარს შეადგენს მაშინ როცა სხვა კერძო სექტორის საგარეო ვალი მხოლოდ 5 მლრდ-ია. მთლიანი საგარეო ვალის 85.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 8.1 მლნ დოლარით შემცირდა. აქედან, 7.5 მლნ დოლარით საკურსო ცვლილების გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ბანკის მთლიანი საგარეო ვალდებულებებიდან, თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი, ნასესხობის სპეციალური უფლებით სარგებლობს, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრია.