მიმდინარე წლის 5-თვეში საქართველოში 3 266 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა - Palitra News

მიმდინარე წლის 5-თვეში საქართველოში 3 266 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა

2026-07-02 14:00:50+04:00

მიმდინარე წლის 5-თვეში საქართველოში 3 266 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ წლის იანვარ-მაისში საქართველოში სამი ათას ორასზე მეტი ისეთი ახალი კომპანიის რეგისტრაცია მოხდა, რომელთა მესაკუთრეებიც რუსეთის მოქალაქეები ან რუსული კომპანიები არიან. მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ 2021-2025 წლებში ქვეყანაში ჯამში 43 923 რუსული ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული. ამასთან, 2025 წელს 2021-თან შედარებით, 8.6-ჯერ გაიზარდა საქართველოში რუსული კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელი. ასე მაგალითად, თუ 2021 წელს საქართველოში რეგისტრირებული რუსული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა მხოლოდ 875 იყო, 2025 წელს 7 581-მდე გაიზარდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2026 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 127 945 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 275 823 კომპანია, ანუ (24%-ია) მოქმედი. საქმიანობის სფეროების მიხედვით რაოდენობრივად ყველაზე მეტი ბიზნესი - საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და ავტომობილების და მოტოციკლების რემონტშია, რეგისტრირებული, საიდანაც 67% ასევე უფუნქციოა.