საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები ისევ იზრდება. უფრო დეტალურად კი, კერძო ფინანსურ სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ, რა თქმა უნდა ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა, 2026 წლის მაისის ბოლოსათვის 71 მილიარდ 330 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მაისში, წინა თვესთან შედარებით დეპოზიტების მოცულობა 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით, ანუ 1.87%-ით გაიზარდა. ამასთან, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 22.06% შეადგინა. მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 1.35 მილიარდი ლარით, ანუ 3.99%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები პირიქით 0.11%-ით შემცირდა. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის მაისის ბოლოსათვის დაახლოებით 55 პროცენტი შეადგინა, რაც აპრილთან შედარებით 1.53 პროცენტით მეტია. მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.08% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.83%-იყო, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.49%“. აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში ამერიკული დოლარის წილმა 77.73%, ხოლო ევროს წილმა 20.15% შეადგინა.