დიმიტრი პესკოვი - აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე რუსეთს დიმიტრი მედვედევი წარმოადგენს - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე რუსეთს დიმიტრი მედვედევი წარმოადგენს

2026-07-02 14:05:22+04:00

აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე რუსეთს დიმიტრი მედვედევი წარმოადგენს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დიახ. გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს დიმიტრი მედვედევი დაესწრება“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი 4-9 ივლისს გაიმართება. დაგეგმილი გრაფიკის თანახმად, ცხედარს თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ, შემდეგ კი ირანში დააბრუნებენ და მეშჰედში დაკრძალავენ. ოფიციალური გრაფიკის თანახმად, საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი 4 ივლისს, დილის 6:00 საათზე, თეირანის იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყება და 5 ივლისის საღამოს 8:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით ჩატარდება. თეირანში, ყუმსა და ერაყში შესაბამისი ცერემონიების ჩატარების შემდეგ, გარდაცვლილ ლიდერს ხუთშაბათს, 9 ივლისს, ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.