როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ - Palitra News

როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ

2026-07-02 15:40:30+04:00

ამერიკის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გუშინდელ საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა მისთვის დათმობილი დრო, კვლავ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბარს დაუთმო. ირაკლი კობახიძის თქმით, ძირეული გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, საქართველოს სჯერა, რომ პარტნიორობის გაძლიერება და ფორმალიზება ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება. ქართული ოცნება მზაობას უკვე დიდი ხანია ადასტურებს და შემხვედრი ნაბიჯების ფონზე, ურთიერთობის გადატვირთვას პოზიტიურად უყურებს, თუმცა, როგორია სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია და რამდენად რეალისტურია, ურთიერთობების ნორმალიზება კონკრეტული გზამკვლევით - საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოსაზრებები იყოფა.