ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს. ვიდრე, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს მოისმენენ, იქამდე, მედიაში დოკუმენტი ვრცელდება, რომელშიც ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ითხოვს ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობების გადახედვას, სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელშემწყობი გარემოს აღდგენას და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვას. დოკუმეტში ასევე საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. აპირებს თუ არა ქართული მხარე მოთხოვნების შესრულებას?!