მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას დაკავებული შვილის, გიორგი მალანიას ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განცხადებით, მალანიას დანაშაულის შეუტყობინებლობასთან შემხებლობა არ ჰქონია. ცუცქირიძის თქმით, მალანია გურიაში, ბებიასთან იმყოფებოდა, როდესაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც ადვოკატი განმარტავს, მან მალანია დაკავებიდან მალევე მოინახულა, თუმცა, საქმის დეტალებზე მასთან არ უსაუბრია. მალანია ბრალის წარდგენის მოლოდინშია, სავარაუდოდ, მას ბრალს დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ, სწორედ ამ დროს მოინახულებს ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს. საგამოძიებო უწყება გიორგი მალანიას გიგა ავალიანზე თავდასხმის შეუტყობინებლობას ედავებიან.