შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით  თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით  თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

2026-07-02 15:45:24+04:00

შინაგან საქმეთა თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, უცხო ქვეყნის კიდევ ორ მოქალაქეს ბრალი წარედგინა - ერთ-ერთს დაუსწრებლად, ერთს კი პენიტენციურ დაწესებულებაში. გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულები აჭარის რეგიონში, მშენებლობა-რემონტით დაინტერესებულ პირებს შესაბამისი სამუშაოების შესრულებას მოტყუებით, ყალბი რეკლამისა და ფიქტიური ხელშეკრულებების გამოყენებით სთავაზობდნენ, დაზარალებულებისგან თანხებს წინასწარ იღებდნენ, თუმცა ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.