ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2200-ს აჭარბებს - Palitra News

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2200-ს აჭარბებს

2026-07-02 15:46:37+04:00

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2200-ს აჭარბებს. ვენესუელის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 2295 ადამიანი დაიღუპა. ასევე, 40500-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ 11000-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.