რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, კიევში დაღუპულთა რაოდენობა 13-ს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 86-ს აღწევს. რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის შედეგად, კიევის დარნიცკის რაიონში ცხრასართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაშავებულთაგან 70 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსულმა ძალებმა მასშტაბური იერიშისას უკრაინის მიმართულებით 570 რაკეტა და დრონი გაუშვეს, რომელთაგან 524 სამიზნე გაანეიტრალეს.