არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა სომხეთის დემოკრატიის სიმტკიცე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთი რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ ზეწოლას განიცდის.