რაზე ისაუბრეს გაერო-სა და ევროკავშირში და როგორ პასუხობენ ამ გზავნილებს ქვეყნის შიგნით - Palitra News

რაზე ისაუბრეს გაერო-სა და ევროკავშირში და როგორ პასუხობენ ამ გზავნილებს ქვეყნის შიგნით

2026-07-02 21:21:17+04:00

. საქართველოს შესახებ საერთაშორისო შეფასებები კიდევ ერთხელ გაჟღერდა გაეროსა და ევროპარლამენტში. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისმა საქართველოში ბოლო წლებში მიღებული კანონები, საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევები და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა კრიტიკულად შეაფასა. ორგანიზაციამ ხელისუფლებას დამოუკიდებელი გამოძიებების ჩატარებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვის რეკომენდაციით მიმართა. ამავდროულად, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დემოკრატიული რეფორმების გარეშე საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება.