ენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთსა და ცხინვალის რეჟიმს ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმების გამო მკაცრი პროტესტი გამოუცხადა - Palitra News

ენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთსა და ცხინვალის რეჟიმს ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმების გამო მკაცრი პროტესტი გამოუცხადა

2026-07-02 21:24:37+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ მკაცრი პროტესტი გამოხატა რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის 9 მაისს გაფორმებული ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმების გამო. უწყების შეფასებით, დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, იურიდიული ძალა არ აქვს და კონსტრუქციულ დიალოგს ხელს უშლის. პარალელურად, რუსულმა მხარემ კვლავ მოითხოვა საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება.