სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი - ერთი საქართველო“ 2-5 ივლისს სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს - Palitra News

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი - ერთი საქართველო“ 2-5 ივლისს სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს

2026-07-02 21:27:16+04:00

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი - ერთი საქართველო“ 2-დან 5 ივლისის ჩათვლით სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრებს ჩაატარებს. 4-დღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ადგილობრივებს შეხვდებიან, მათ მოსაზრებებსა და პრობლემებს მოისმენენ, კამპანიის მიზნებს გააცნობენ და ქვეყნისა და რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ღია დისკუსიებს გამართავენ. პროგრამა ასევე მოიცავს ზუგდიდში მიმდინარე სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობას, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციასა და დოკუმენტური ფილმის ჩვენებას. ორგანიზატორების განცხადებით, ინიციატივის მიზანი სამოქალაქო ჩართულობისა და საზოგადოებრივი დიალოგის გაძლიერებაა.