ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი გაიმართა - Palitra News

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი გაიმართა

2026-07-02 21:30:36+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ, ხოლო პროცესს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. დაცვის მხარის შეფასებით, მრავალტომიან საქმეში ბრალდებულთა წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. საქმეზებრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.