საქართველოში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით დაიწყო - Palitra News

საქართველოში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით დაიწყო

2026-07-02 21:40:29+04:00

საქართველოში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით დაიწყო. გამოცდის ორივე სესია უკვე დასრულებულია და თითოეული მათგანი სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. წელს საგამოცდო პროცესი 12 ქალაქში არსებულ 24 ცენტრში ტარდება და სტუდენტობისთვის 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი იბრძვის. გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით წარმატება ახალგაზრდებს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, ასევე ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ყაველაშვილმა უსურვეს.