შავკატ მირზიოევის ვიზიტის ფარგლებში საქართველო და უზბეკეთი შეთანხმებებს გააფორმებენ - Palitra News

შავკატ მირზიოევის ვიზიტის ფარგლებში საქართველო და უზბეკეთი შეთანხმებებს გააფორმებენ

2026-07-02 21:42:25+04:00

თბილისში, ათონელის რეზიდენციაში უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში ის მიხეილ ყაველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

მხარეები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოაწერენ ხელს. ოფიციალური პროგრამის ფარგლებში უზბეკეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე დაესწრება პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ცერემონიას.