გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას ადვოკატი: ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის შეუტყობინებლობასთან კავშირი არ აქვს - Palitra News

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას ადვოკატი: ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის შეუტყობინებლობასთან კავშირი არ აქვს

2026-07-02 21:44:13+04:00

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას ადვოკატი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის შეუტყობინებლობასთან კავშირი არ აქვს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავების დროს გიორგი მალანია გურიაში, ბებიასთან იმყოფებოდა. მისი თქმით, დაკავების შემდეგ მალანია უკვე მოინახულა, თუმცა საქმის დეტალებზე ჯერ არ უსაუბრიათ. ბრალის ოფიციალურად წარდგენა დღის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, რის შემდეგაც ადვოკატი მას კვლავ შეხვდება. გამოძიება გიორგი მალანიას გიგა ავალიანზე თავდასხმის შეუტყობინებლობას ედავება.