კლინიკა „ვივამედში“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება მიმდინარეობს - Palitra News

კლინიკა „ვივამედში“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება მიმდინარეობს

2026-07-02 21:46:38+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მკურნალობა მიმდინარეობს. ამ დროისთვის მის მდგომარეობას ადგილზე უკვე აფასებენ და პაციენტი მოინახულეს მისმა პირადმა ექიმებმა, რომლებმაც კლინიკის ადმინისტრაციასთან სამოქმედო გეგმა შეათანხმეს. მათი გადაწყვეტილებით, ხოშტარიას ჩაუტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, ხოლო მკურნალობის პროცესს სწორედ მისი პირადი ექიმები უხელმძღვანელებენ.