საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი საქართველოში დამოუკიდებელი ტელემაუწყებლების მიმართ ზეწოლის გაძლიერებაზე საუბრობს - Palitra News

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი საქართველოში დამოუკიდებელი ტელემაუწყებლების მიმართ ზეწოლის გაძლიერებაზე საუბრობს

2026-07-02 21:48:09+04:00

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი საქართველოში დამოუკიდებელი ტელემაუწყებლების მიმართ ზეწოლის გაძლიერებაზე საუბრობს და ხელისუფლებას მედიის თავისუფლების შემზღუდავი ნაბიჯების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის შეფასებით, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის ნაწილია. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქმეები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეფუძნება, რომლებმაც კომისიას სანქციების გამოყენების ფართო უფლებამოსილება მიანიჭა. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს „ფორმულას“ წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების გამოც და ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტური წყაროების დაცვისკენ მოუწოდებს.