საქართველოსა და აშშ-ს შოორის ურთიერთობების გადატვირთვა კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ერთერთი მთავარი თემაა. შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სწორედ ორმხრივი პარტნიორობის განახლებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო თანამშრომლობის გაძლიერებას ორივე ქვეყნის ინტერესად აქცევს და ხელისუფლება ამ პროცესისთვის მზადაა, თუმცა, რამდენად არსებობს ამ ეტაპზე ვაშინგტონისგან შესაბამისი პოლიტიკური სიგნალები და რამდენად რეალურია ურთიერთობების კონკრეტული გზამკვლევით აღდგენა, შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთმანეთისგან განსხვავებულია