ირაკლი კობახიძე დღეს თბილისში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდება - Palitra News

ირაკლი კობახიძე დღეს თბილისში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდება

2026-07-03 08:53:25+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა დღეს გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.

ცნობისთვის, შავკატ მირზიოევი საქართველოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გუშინ ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს.