"დროას" ლიდერს, მსჯავრდადებულ ელენე ხოშტარიას, "ვივამედში" ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. მასთან მკურნალი ექიმები იმყოფებოდნენ, რომლებიც საბაზისო კვლევების შედეგებს გაეცნენ. მათი შეფასებით, საყურადღებო ცვლილებები შეინიშნება. ცნობილია, რომ ელენე ხოშტარიას ექიმები კვლევის შედეგებს ერთობლივად დისტანციურ კონსილიუმზე განიხილავენ, სადაც ჩართული იქნება სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა ექიმების ჯგუფი, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. ექიმების თქმით, შეხვედრაზე განხილვებისა და რეკომენდაციების შემდგომ გადაწყდება რადიოლოგიური კვლევების ჩატარება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.