რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა, წიწვოვანი სახეობის 6 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქნის წარმოშობის დოკუმენტაცია გააყალბა ხოლო, შემდეგ რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დაასაწყობა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება ხოლო, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ლენტეხის საქმიან ეზოში. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.