ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე და ადვოკატის სტატუსითვე, დაკავებულის მამა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია შევიდნენ - Palitra News

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე და ადვოკატის სტატუსითვე, დაკავებულის მამა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია შევიდნენ

2026-07-03 10:43:32+04:00

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი შევიდა.

ადვოკატ ლაშა ცუცქირიძესთან ერთად არასრულწლოვან ბრალდებულთან ადვოკატის სტატუსით შევიდა, დაკავებულის მამა მერაბ მალანია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა.

ადვოკატები გიორგი მალანიასთვის ბრალის წარდგენას დაესწრებიან. ბრალის წარდგენის შემდეგ კი სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი მალანიას ედავება იმ ფაქტს, რომ ის გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, ასევე, მან გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.