აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები – მზად არის თუ არა მხარეები ახალი ეტაპისთვის? - Palitra News

აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები – მზად არის თუ არა მხარეები ახალი ეტაპისთვის?

2026-07-03 12:08:42+04:00

"გვწამს, დადგა დრო, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით" - მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე სწორედ ამ სიტყვებით აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთიერთობების ნორმალიზების საჭიროებაზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრის პოზიციას იზიარებენ მმართველი გუნდის სხვა წევრებიც. ამბობენ რომ ურთიერთობების გადატვირთვის დინამიკა დადებითია და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. რამდენად არსებობს ამ ეტაპზე ვაშინგტონისგან შესაბამისი პოლიტიკური სიგნალები და რამდენად რეალურია ურთიერთობების კონკრეტული გზამკვლევით აღდგენა - მოსაზრებები იყოფა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ რომ ვიდრე "ქართული ოცნება" პოლიტიკას არ შეიცვლის, აშშ-ს და საქართველოს შორის ურთიერთობა ვერ გადაიტვირთება.