ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, ახლა უკვე გაეროს უმაღლესი კომისრის ანგარიში - კრიტიკის სამიზნე კვლავ საქართველოს ხელისუფლებაა. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე,
საქართველოში ბოლო წლებში მიღებული კანონები, საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევები და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა კრიტიკულად შეფასდა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ხელისუფლებას დამოუკიდებელი გამოძიებების ჩატარებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვის რეკომენდაციით მიმართავს. ამავდროულად, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დემოკრატიული რეფორმების გარეშე საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება. კრიტიკული გზავნილები მიუღებელია ქართული ოცნებისთვის. მმართველი გუნდი მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას არ აპირებს და კვლავ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში.