ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა – რა ეტაპზეა მკურნალობის პროცესი? - Palitra News

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა – რა ეტაპზეა მკურნალობის პროცესი?

2026-07-03 12:16:16+04:00

"დროას" ლიდერს, მსჯავრდადებულ ელენე ხოშტარიას, "ვივამედში" ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. კონსილიუმზე რადიოლოგიური კვლევების ჩატარებისთვის საჭირო საკითხები განიხილეს. როგორც ცნობილია, პროცესში ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა ექიმების ჯგუფი, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ექიმების ცნობით, ელენე ხოშტარია თავს მხნედ გრძნობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. რა ეტაპზეა მკურნალობის პროცესი და როგორ ფასდება პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!