რამდენად თავსებადია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის მოლოდინი და ამავე დროს, ირანში ქვეყნის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლა, როცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კომფლიქტმა აშკარა გახადა, რომ აშშ-ი და ირანი ფაქტობრივად ერთმანეთის დაპირისპირებული მხარეებია? ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილის ირანში სამძიმარზე ჩასვლა ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლების მიზანი არც აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და არც ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებაა. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ რომ ეს ფაქტი აშშ-სთან ურთიერთობზე ვერანაირ უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს და მეზობლებთან სამძიმარზე ქართული ოცნება ყოველთვის ჩადიოდა და მომავალშიც ასე მოიქცევა.