პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მიადგილის მერაბ მალანიას შვილია. გამოძიების თანახმად, გიგა ავალიანზე თავდასხმელებმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, გაარკვიეს მასწავლებლის სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა is სამსახურიდან სახლში. გიორგი მალანიას ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.