საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება დანაშაულებრივ ფაქტს, რა დროსაც ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 4 000 აშშ დოლარი. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.