დმანისის სიონის მიმდებარე ტერიტორია მცენარეული საფარისგან გაიწმინდა - Palitra News

დმანისის სიონის მიმდებარე ტერიტორია მცენარეული საფარისგან გაიწმინდა

2026-07-03 15:32:16+04:00

მოძრაობა კულტურული მემკვიდრებისთვის გარემოს დაცვით დეპარტამენტთან ერთად ტრადიციულ სეზონურ საზაფხულო კამპანიას განაგრძობს. დმანისის სიონის მე - 6 საუკუნის კულტურული ძეგლის მიმდებარე ტერიტორია მცენარეული საფარისგან გაიწმინდა. კამპანიაში ჩართული იყო დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი ახალგაზრდები. მოძრაობა ,,კულტურული მემკვიდრეობისთვის" მსგავს კამპანია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 2021 წლიდან ახორციელებს.