დედოფლისწყაროში ორ მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა - Palitra News

დედოფლისწყაროში ორ მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

2026-07-03 18:49:41+04:00

დედოფლისწყაროში ორ მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

შემთხვევა ჰერეთის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ორი არასრულწლოვანი ელექტროსკუტერით ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, დამატებითი კვლევებისათვის იგეგმება მოზარდების კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადაყვანა.