აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის პარალელურად, მიხეილ ყაველაშვილის ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლა პოლიტიკური განხილვის ერთერთი მთავარი საკითხი გახდა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ვაშინგტონსა და ბრიუსელთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილს ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ სამძიმარზე დასწრება მეზობელი ქვეყნის მიმართ ტრადიციული დიპლომატიური პრაქტიკაა და ეს შტატებთან ურთიერთობებზე უარყოფითად ვერ აისახება. ვის შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ირანში