„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული პროცესები აქტიურდება - პარტიას ახალი თავმჯდომარის არჩევა და საკადრო ცვლილებები ელის. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ორი წლის წინ თავმჯდომარის შეცვლის ოფიციალურად დასახელებული მიზეზი, ანუ ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალობას არ შეესაბამებოდა და ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური გაერთიანების პროცესს უკავშირდებოდა. ამავდროულად, განხილვის თემად რჩება დაპირისპირება პარტიასა და „ოპოზიციურ ალიანსს“ შორის. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, შიდა უთანხმოება მთლიან ოპოზიციურ სპექტრს ასუსტებს და ამით ყველაზე მეტად „ქართული ოცნება“ სარგებლობს.