კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობით გრძელდება.
კლინიკის ინფორმაციით, მსჯავრდადებულ პოლიტიკოსს ლაბორატორიული კვლევები უკვე ჩაუტარდა, კონსილიუმმა კი დამატებითი რადიოლოგიური გამოკვლევების ჩატარების საკითხიც განიხილა. მკურნალობის პროცესში ქართველ ექიმებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც არიან ჩართული - მედიკოსების ცნობით, ხოშტარია თავს მხნედ გრძნობს.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მისი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მიიღო.
ხოშტარიას მდგომარეობას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელიც. ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე გამოსვლისას მან საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ ისაუბრა, ქვეყანაში დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები ახსენა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება - როგორია ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და კიდევ როგორ აფასებენ ამ საკითხს პოლიტიკური მხარეები.