პოლიტიკური ჯგუფი ALDE საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას აპირებს - რა წერია რეზოლუციის პროექტში - Palitra News

პოლიტიკური ჯგუფი ALDE საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას აპირებს - რა წერია რეზოლუციის პროექტში

2026-07-04 12:21:52+04:00

ვენაში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის შედეგად, პოლიტიკური ჯგუფი ALDE საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას აპირებს. ვიდრე, კენჭისყრა შედგება, იქამდე მედიაში რეზოლუციის პროექტი ვრცელდება. დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული, პოლიტიკოსებისა და აქციის მონაწილეების დაკავებების გამო. ამ კონტექსტში ნახსენები არიან, როგორც ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ისე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე. ALDE ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააწესონ პერსონალური სანქციები "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მიმართ.