თეირანში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ის ირანის პრეზიდენტსაც შეხვდა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პრეზიდენტის თეირანში ვიზიტს პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე შეერთებულ შტატებში. ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ცერემონიაზე ამერიკის მიმართ მტრულად განწყობილი რეჟიმების წარმომადგენლები იკრიბებიან. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ მსგავსი ვიზიტი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ვერ დააზიანებს, ხოლო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის პროდასავლურ კურსს აზიანებს და არასწორ პოლიტიკურ გზავნილს აგზავნის.