უახლოეს კვირებში "ნაციონალური მოძრაობა" ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. პარტიაში, აღმასრულებელ თანამდებობებზე მყოფ სხვა წევრებსაც, უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. გუნდი ცვლილებებისთვის ემზადება. პარტიის ლიდერი, სიახლეების საჭიროებაზე საუბრობს, ამ კონტექსტში, ახალი წევრი - ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე დასახელებულია.. როგორ გადაწილდება როლები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ სამოქმედო გეგმა იცვლება. უნდა გადაწყდეს, ოპოზიციურ ალიანსში დარჩენის ბედიც. საკითხზე მოსაზრებები კვლავ გაყოფილია. დაპირისპირების ფონზე, ოპოზიციურ ველზე ახალი პარტიებიც ჩნდებიან. რამდემე დღის წინ ახალი პოლიტიკური პარტია " ჯერ საქართველო" დაფუძნდა. ხელისუფლების ოპონენტები, ახალი პარტიების შექმნას მიესალმებიან, თვლიან, რომ სიახლეები პოლიტიკურ ველზე, ოპოზიციას აძლიერებს და ხელისუფლების ცვლილების შანსებს ზრდის.