დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატის, იმედა ქარქაშაძის განცხადებით, ბრალდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მომხდარს ნანობს და ავარიის მომენტი არ ახსოვს. პალიტრანიუსის გადაცემა, 360 გრადუსში სტუმრობისას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ შემთხვევის დროს ქალი სამსახურში მიდიოდა, არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და, სავარაუდოდ, ავტომობილის დაძვრისას პედლები აერია, რამაც შეჯახება გამოიწვია. მისი შეფასებით, საქმე არაგანზრახ დანაშაულს ეხება. ქარქაშაძის ინფორმაციით, ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა და საჭის მექანიზმი გამართული იყო. შემთხვევა 22 ივნისს, დადიანის ქუჩაზე მოხდა. ავტომობილი ტროტუარიდან დაიძრა, ქვეითს დაეჯახა და შემდეგ გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი გარდაიცვალა.