შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - Palitra News

შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2026-07-05 12:41:34+04:00

შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, სხვადასხვა დროს, არაკანონიერად 12 130 ლარს დაეუფლა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამის განულებას სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახდენდა. ამოღებულია ჩასარიცხი აპარატის კარების გამღები სახელური და გასაღები. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.