იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა. ბრალდებულმა, ქუთაისში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.