დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები გამართა. ზელენსკის განცხადებით, ტრამპთან საუბარი „ძალიან კარგი“ იყო. მხარეებმა ფრონტზე არსებული ვითარება განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაწეული სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამავე დროს, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა 90-წუთიანი სატელეფონო საუბარი გამართეს, მათ განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო შუამავლობა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ძალები წინ მიიწევენ, ხოლო ტრამპმა მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურა.