ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილი ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის განხორციელება შესაძლებელი იყო , თუმცა, მისი თქმით, ეს არ გაკეთდა, რადგან „მოლაპარაკებებისთვის აღარავინ დარჩებოდა “. Axios-თან ინტერვიუში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანი შეთანხმების მიღწევას ცდილობს და მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესში ერთკვირიანი პაუზა აიღეს, სანამ დაკრძალვის ღონისძიებები სრულად არ დასრულდება. მისივე თქმით, ამ პერიოდში არც ერთი მხარე ცეცხლს არ გახსნის.