უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ივნისში ჩვენმა თავდაცვის ძალებმა მტრის 200 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს - ამავე პერიოდში ლიკვიდირებული ან მძიმედ დაჭრილი ოკუპანტების რაოდენობა თითქმის 28 000-ს შეადგენს - Palitra News

უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ივნისში ჩვენმა თავდაცვის ძალებმა მტრის 200 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს - ამავე პერიოდში ლიკვიდირებული ან მძიმედ დაჭრილი ოკუპანტების რაოდენობა თითქმის 28 000-ს შეადგენს

2026-07-05 17:21:06+04:00

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილ ფედოროვის განცხადებით, ივნისში ქვეყნის თავდაცვის ძალებმა მტრის კუთვნილ 200 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ლოგისტიკაზე დარტყმების რაოდენობა კვლავ იზრდება, შეხების ხაზიდან 50 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმების რაოდენობა კი თითქმის გაორმაგდა.

„ძირითადი ყურადღება მტრის ლოგისტიკაზეა მიმართული, რადგან საწყობების, ტრანსპორტისა და მომარაგების გზების განადგურება ამცირებს მოწინააღმდეგის შესაძლებლობას, მოამარაგოს თავისი ქვედანაყოფები. ივნისში უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ლიკვიდირებული ან მძიმედ დაჭრილი ოკუპანტების რაოდენობა თითქმის 28 000-ს შეადგენს“, - აღნიშნა მიხაილ ფედოროვმა.

მან უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ივნისში მიღწეულ რეკორდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებმა ივნისში მტრის საარტილერიო დანადგარების რეკორდული რაოდენობა დააზიანეს, ასევე მოიგერიეს 49 575 დრონი და ვერტმფრენი - რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია და ასევე დაამყარეს აბსოლუტური რეკორდი მტრის ავტომობილებისა და მოტოციკლების განადგურებაში.