ნანუკა ჟორჟოლიანი - პარტიის თავმჯდომარეობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - მე უნდა ვიყო სწორი შუამავალი ხალხსა და მიშას შორის - პოლიტიკური ლიდერი, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა - Palitra News

ნანუკა ჟორჟოლიანი - პარტიის თავმჯდომარეობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - მე უნდა ვიყო სწორი შუამავალი ხალხსა და მიშას შორის - პოლიტიკური ლიდერი, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა

2026-07-06 09:16:05+04:00

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მიაჩნია, რომ პარტიაში მისი როლი ხალხსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა უნდა იყოს. ჟორჟოლიანის განცხადებით, თავმჯდომარის პოზიცია დიდ პასუხისმგებლობასა და შესაბამის კომპეტენციას მოითხოვს, ამიტომ ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გეგმავს. მისივე თქმით, ის იმ საქმეს აიღებს საკუთარ თავზე, რომლის შესრულებაც ყველაზე ეფექტურად შეუძლია. მისი თქმით, პოლიტიკური ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, ხოლო პარტიის შიდა რეფორმებსაც სწორედ ის უნდა ხელმძღვანელობდეს. გადაცემა პოლიტ-ქალაქში სტუმრობისას, ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პარტიასთან დაკავშირებით გარკვეული იდეები აქვს და რეფორმების ჩატარებასაც აპირებს.